გიორგი ვოლსკი: ნიკა მელია დამარცხებას არ ეგუება
“ნიკა მელია დამარცხებას არ ეგუება, მისთვის ლევან ხაბეიშვილთან დამარცხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრების ტოლფასია”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას “ფეისბუქ” პოსტს.
ვოლსკის თქმით, ერთი და იმავე შინაარსის პოლიტიკური ფრთა ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ერთს აფინანსებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი ხელმძღვანელობს, მეორე ასეთ დაფინანსებას მოკლებულია.
„მგონი, მან 0,6 პროცენტი აიღო და მისმა მოწინააღმდეგე ნიგიერიელმა 0, 5 პროცენტი. ხალხო, რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ? მელია არ იყო, გავეშებული პარლამენტს რომ უტევდა და ახალგაზრდების სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ? მელია არ იყო, გავეშებული ცესკო-ს რომ უტევდა? ხაბეიშვილი არ არის, ვინც ამბობს, ამ ქვეყანაში რა დროს არჩევნებია, რევოლუცია უნდა მოხდესო? ერთი და იმავე შინაარსის პოლიტიკური ფრთა ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ერთს აფინანსებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი ხელმძღვანელობს, მეორე ასეთ დაფინანსებას მოკლებულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ახალი მენეჯმენტი გააკრიტიკა.