კობახიძე – ჩუგოშვილს: სალომე ზურაბიშვილი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? 

“სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია”, – ასე მიმართა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება წაიკითხა.

კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

„რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ? მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია”, – მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები