არჩილ თალაკვაძე: მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად

მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას “ფეისბუქ” პოსტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” სამომავლო გეგმა არ აქვს.

“მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს პარტია დაშლილია, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია. ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ახალი მენეჯმენტი გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები