“არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს, ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ხოლმე ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს ვინმეს მაღალ დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტს” – გია ვოლსკი

„რუსეთის ინტერესია, ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით – დათმობას არ დაუშვებს, ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.

„არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს, ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ხოლმე ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს ვინმეს მაღალ დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტს. ეს არის რუსეთის ინტერესი, რომ ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რომელიც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით. ეს მისთვის მიზანი იყო და მიზნად რჩება. სამხედრო ძალების მობილიზაციის საშუალება ამ სივრცეში მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი შეცდომები ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. როცა გადაცემული სტრატეგიული ობიექტების რესურსებს ფლობს, ის იმის დათმობასაც არ დაუშვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საფრთხის შემცველ სიტუაციაში, მათ შორის, რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინ მყოფნი, ვალდებულები ვართ, ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები