არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა – კარვების იმედი აქვთ
“კარვების აკრძალვა კი არ ხდება, ზუსტდება რისკფაქტორები, რაზეც პოლიციას აქვს ჩარევის და მოქმედების უფლება”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და კარვების იმედი აქვს.
“ეს წარსულში არაერთხელ ყოფილა საკამათო, სტრასბურგის სასამართლომაც იმსჯელა შენობების ბლოკირებასთან დაკავშირებით და გაამართლა სახელმწიფოს მოქმედებები. ეს უნდა დაზუსტდეს კანონში, ასეთი ზედაპირული ლაპარაკი და საზოგადოების მოტყუება ოპოზიციის მხრიდან აჩვენებს ერთადერთს – მათ არ აქვთ საზოგადოების იმედი, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, მათ აქვთ კარვების იმედი და კარვების იმედად არიან მომავალში”, – განაცხადე არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მეორე მოსმენით დღეს გაგრძელდება. ცვლილებათა პაკეტი მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით, არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.