“გახარიას გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული” – გია ვოლსკი

„გახარიას გუნდი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება, რათა მათი მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინო“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს, მაგრამ სასაცილოა, რომ გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება იმისათვის, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს, რათა მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არსებობს. მათი პარტიის შექმნის დღიდან გარიგება „ნაცმოძრაობასთან“ არის ის, რასაც გახარიას გუნდი მისდევს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ – ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

“ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას – გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!“, – განაცხადა დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები