მაია კოპალეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, თავისი სტატუსიდან გამომდინარე მოქმედებდა 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად
სამართლებრივი მდგომარეობა, თავის მხრივ, არის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, განსაზღვრავს პრეზიდენტის ადგილს, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა სისტემაში,- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე მოქმედებს.
“პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილება, რომელიც კონსტიტუციის 49-ე მუხლის სახელწოდებას წარმოადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და რას გულისხმობს ეს სტატუსი.
საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, რა თქმა უნდა, მისი სტატუსი რას გულისხმობს – მას ანიჭებს სამართლებრივ მდგომარეობას. სამართლებრივი მდგომარეობა თავის მხრივ, არის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, განსაზღვრავს პრეზიდენტის ადგილს, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა სისტემაში, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური თავისი სტატუსიდან გამომდინარე, მოქმედებდა 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.
ახლა, რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც სტატუსის ნაწილშია თავმოყრილი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია თავად 49-ე მუხლის შინაარსი, რომელიც გამომდინარეობს მთლიანად მისი იმ მდგომარეობიდან, რომელიც დანარჩენ პუნქტებშია, რომ ის არის სახელმწიფოს მეთაური, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და რომ მას როგორც საქართველოს პრეზიდენტს და სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლებამოსილება განახორციელოს 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
ამასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ რადგანაც თქვენი პოზიცია არის – სტატუსი თითქოს გულისხმობს პრეზიდენტის სტატიკურ მდგომარეობას და თითქოს მას არანაირი უფლებამოსილებები არ გააჩნია, სტატუსი ყოველთვის არის გარკვეული სამართლებრივი მდგომარეობის მიმანიშნებელი, განმსაზღვრელი და სამართლებრივი მდგომარეობა, სამართლებრივად არ არსებობს უფლებებისა და მოვალეობების გარეშე. პრეზიდენტს ვერ წარმოვიდგენთ ჩვენ, რომ სტატუსი აქვს და თითქოს არ აქვს არანაირი უფლებამოსილება იმიტომ, რომ მას რომ უფლებამოსილება გააჩნია ეს სტატუსიდან გამომდინარე უფლებამოსილებაა, რადგან საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური – მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები გააჩნია, რაც შემდეგ კონსტიტუციაში პრეზიდენტის თავშია, ეს სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა. ამიტომ ის თქვენი პოზიცია, რომელიც თქვენ პირველ დღეს გააჟღერეთ, რომ თითქოს სტატუსი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს უფლებამოსილების ფორმას მცდარი პოზიციაა.
ამ შემთხვევაში, რადგანაც თქვენ გინდათ, რომ ამაზე ვისაუბროთ გეუბნებით, რომ სტატუსი განსაზღვრავს სამართლებრივ მდგომარეობას და სამართლებრივი მდგომარეობა მოიცავს უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს უფლებამოსილებას. უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა ქმნის უფლებამოსილებას”,- განაცხადა კოპალეიშვილმა.