გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ შანსი ნულია, რომ იმპიჩმენტს ვინმემ ხმა მისცეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ შანსი ნულია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვინმემ ხმა მისცეს.

” გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ? თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვას ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით თავს იწვავენ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები