გივი მიქანაძე: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი საზოგადოების ინტერესებზე, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული.

მისივე თქმით, კანონპროექტი მშვიდობიანი ფორმით შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას არ ზღუდავს.

„ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი. რადიკალები ცდილობენ, არარსებული მოტივებით შეფუთონ საკუთარი პოზიციები. პროექტი საზოგადოების ინტერესებზე, უფრო მეტ ღირებულებაზეა ორიენტირებული, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული და არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიან შეკრებასა და მანიფესტაციების ჩატარებას. განხილვისას წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული წინადადებები, ეუთო/ოდირის შესაბამისი დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკიდან არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება წარმოვადგინეთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები