მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ბერაია მადრიდში ესპანელ სენატორებს შეხვდნენ

მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია ესპანეთის სენატის წევრებს, სენატორ ანტონიო გუტიერეს ლიმონეს და სენატორ რაფაელ ლემუს რუბიალეს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პარალელურად, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს, გატარებულ რეფორმებს და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს.
ხაზი გაესვა ესპანეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. სენატორებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა დაადასტურეს. მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები