მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართ პატივისცემის ნიშნად პირადად არ ჩაბრძანდა სხდომაზე

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა შესაძლებლობა და სამართლისადმი და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართ პატივისცემის ნიშნად პირადად არ ჩაბრძანდა სხდომაზე. კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ამის დემონსტრირება მომხდარიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზურაბიშვილს შეგნებულად აქვს ასეთი დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციის მიმართ.

“ძალიან კარგი პრეცედენტი იქმნება საქართველოში, როდესაც სამართლის უზენაესობის პრინციპს განსაკუთრებული პატივი მიეგება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. უსაფუძვლოა ოპოზიციის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება, რომ თითქოს ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს მაგალითად ევროინტეგრაციის მიმართულებით და ა.შ.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა შესაძლებლობა და სამართლისადმი და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართ პატივისცემის ნიშნად პირადად არ ჩაბრძანდა სხდომაზე. კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ამის დემონსტრირება მომხდარიყო. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, მას შეგნებულად აქვს ასეთი დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. ერთი მხრივ დარღვევა და მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადების პატივისცემის დაფიქსირების ხელიდან გაშვება“, – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები