ბათუმის მერია: ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მიწის მასის მსუბუქი ჩამოშლა – ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა

“ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მიწის მასის მსუბუქი ჩამოშლა.

ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები