მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ, 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო
“პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ, 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო…”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომასთან დაკავშირებით აცხადებს, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
“იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია – მათი ლოგიკით შეუძლია, მართოს ქვეყანა.
მეორე ნაწილის მიხედვით, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია – მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს.
საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით
სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია
მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას”,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.