მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტზე: რად უღირდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა?

„მთავარი საკითხი გახლავთ გარემოება, დაარღვია თუ არ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია – ნათელია, რომ დარღვევას ადგილი აქვს. უმთავრესი მთელ ამ ამბავში გახლავთ ერთი რამ – პრეზიდენტმა არ დაიცვა და პატივი არ სცა კონსტიტუციას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხის ვალდებულებას პრეზიდენტმა თავი აარიდა.

“ვუშვებდი ამის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი არ ისურვებდა ადგილზე მისვლას, რადგან მას მოუწევდა პასუხის გაცემა კითხვაზე – დაარღვია თუ არ დაარღვია და მას ობიექტურად არანაირი არგუმენტი არ აქვს. წყლის ამღვრევას, გარკვეულ გარემოებებზე მიდებ-მოდებას აზრი ეკარგება, როცა პირდაპირ ისმის კითხვა კონსტიტუციის პირდაპირ დებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ბრძანებს, რომ საგარეო პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხები პრეზიდენტმა უნდა შეათანხმოს მთავრობასთან, ამაზე უნდა გაიცეს პასუხი, უნდა შეათანხმოს თუ არ უნდა შეათანხმოს. თუ უნდა შეათანხმოს და ეს უდავოდ ასეა, მაშინ რატომ არ შეათანხმა? რად უღირდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა? აი, ეს არის პასუხის ვალდებულება, რომელსაც პრეზიდენტმა თავი აარიდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები