სოფელ წოლაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

“ონის მუნიციპალიტეტში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ ლოკაციაზე – სოფელ წოლაში მიმდინარეობს. მონიტორინგის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო”, – ამის შესახებ ონის მერია ავრცელებს.

“პროექტის პირველ ეტაპზე სოფ. წმენდაურის გადასახვევიდან, სოფ. წოლის მიმართულებით 1 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით, პროექტი გარდამავალია და მე-2 ეტაპის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.სამუშაოების ღირებულება 359 940 ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები