არჩილ თალაკვაძე: “კანვასმა” ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს სასამართლოში, სადაც გამოძიების კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარდგენილი

“საჭიროა, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს – იქ, სადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იკვეთება, სასამართლოში, ხოლო იქ, სადაც განმარტებებია საჭირო, გამჭვირვალედ უნდა იყოს განმარტებული თითოეული ნიუანსი, რომელზეც ორგანიზაცია თუ მისი ტრენერები საუბრობდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,”კანვასმა” ყველაფერს უნდა უპასუხოს.

“კანვასმა” ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს სასამართლოში, სადაც გამოძიების კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარდგენილი. საჯაროდ ვნახეთ და მართლაც შემაშფოთებელია, როცა ჩამოყვანილი პირები ახალგაზრდებს პირდაპირ ასწავლიდნენ, როგორ გამოიწვიონ ძალადობრივი მეთოდებით დესტაბილიზაცია, ეს ბუნებრივია მიმართულია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ და არავითარი კავშირი ამას არც თავისუფლებასთან, არც მშვიდობასთან და ევროპულ მომავალთან არ აქვს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები