21-22 ოქტომბერს ქუთაისში CITYTHON ჩატარდება

21-22 ოქტომბერს ქუთაისში CITYTHON ჩატარდება.
36 საათის განმავლობაში ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული პრობლემების კრეატიულად და ინოვაციურად გადაჭრას შეეცდებიან.
საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება, მშენებლობა და ქალაქდაგეგმარება, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, უსაფრთხოების სერვისები, სოციალური მომსახურება – ამ თემების გარშემო მონაწილეები ახალ და ინოვაციურ პროტოტიპებს შექმნიან.
ჰაკათონი ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით.
ჰაკათონში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის ბმულზე :
https://shorturl.at/yXY69

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები