სტეფანწმინდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს, ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა გადაეცა

იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის” ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, დაბა სტეფანწმინდის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცა.

სასწრაფო დახმარების მანქანა თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა დაკომპლექტებული და გათვლილია მაღალმთიან რელიეფსა და მთის კლიმატურ პირობებზე.

„დღეიდან, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მოსახლეობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, იაპონიის საელჩოს და მის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ იშიძუკა ჰიდაკს. ვუსურვებ მას წარმატებას და საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში, მხარდაჭერას და თანამშრომლობის მზაობას აღვუთქვამ.” – განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები