ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს
“2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება.
“2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ხელი შევუწყვეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფვით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ წევრსა თუ მხარდამჭერს, მთელ ჩვენს საზოგადოებას. ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. 1 ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა!”, – აღნიშნავს პრემიერი.