პარლამენტში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის ანგარიში უნდა განიხილავენ და განხორციელებულ საქმიანობაზე იმსჯელებენ. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მათ გარკვეული რეკომენდაციებიც აქვთ მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, რომლის შესახებ საუბარს დღეს აპირებენ.
„ჩვენ შეგვეძლება ამ ანგარიშის მოსმენა და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა. შემდგომ ეტაპზე ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მომზადდეს ისეთი ტიპის გადაცემები, რომელიც ამ სტანდარტების დანერგვას ხელს შეუწყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები