დიდი ოდენობით კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზების შემთხვევა გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზების შემთხვევა გამოავლინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს “4XL” – ის დირექტორმა, სულთან შახბაზოვმა და ამავე საზოგადოების თანამშრომელმა, დურსუნ ხალილოვმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეიძინეს „ADIDAS”-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ფეხსაცმელი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო კონტროლისთვის დამალვის მიზნით, მარკა „ADIDAS” – ი დაფარეს კუთვნილი შპს-ს ლოგოთი, ხოლო შემდეგ დიდი ოდენობის კონტრაფაქციულ პროდუქციას მოქალაქეებზე ასაღებდნენ, როგორც „ADIDAS”-ის სამარკო ნიშნის სპორტული ფეხსაცმელი.
საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სულთან შახბაზოვი და დურსუნ ხალილოვი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფაქტზე გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=s4-4uXtT6Us&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები