პრემიერი: ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია, აღარ არის საჯარო მოხელე, 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია, აუხსნელია ჩემთვის პირადად, ამის თაობაზე ღიად ვამბობ და ვაფიქსირებ ჩემს აზრს
მე გეტყვით ჩემს აზრს, ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია, აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაუგებარია, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება.
„გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია, აუხსნელია ჩემთვის პირადად, მინდა გითხრათ და მე ამის თაობაზე ღიად ვამბობ და ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ნათქვამი არის რომ ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი.
ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი “, – განაცხადა პრემიერმა.