გიორგი ვოლსკი: ეს არ არის მხოლოდ გუბაზ სანიკიძის მოსაზრება, ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ტრენდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ეს არ არის მხოლოდ გუბაზ სანიკიძის მოსაზრება, იგი უბრალოდ უფრო მკვეთრად, თავისი დამახასიათებელი სტილით გამოხატავს. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ტრენდი, რითაც უნდათ, რომ თავი მოაწონონ თუნდაც საქართველოს უკრაინიზაციის პოლიტიკის მომხრეებს. ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გზავნილია ეს აფხაზებისათვის, თუნდაც ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსებისათვის, სადაც ათასობით ქართველი ცხოვრობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა გზავნილია ეს სომხებისათვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და საკმაოდ მრავლად არიან და თუნდაც აზერბაიჯანელებისადმი, რომლებიც საქართველოში არიან, საითკენ მოუწოდებს, შიდა დაძაბულობის რომელ ზღვარს სცდება ასეთი აგრესიული განცხადებები, რომელიც გაკეთდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა – “მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები