“ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის, სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას” – არჩილ თალაკვაძე

„ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის, სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“მე არ მაქვს ინფორმაცია შიდასაკადრო გადაადგილებებზე. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, პარლამენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღკვეთა ის მოსალოდნელი კრიზისი, რომელიც შეიძლება, ზოგიერთი მონაწილის ინტერესებში შედიოდა, მაგრამ არ შედიოდა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში. ამიტომ, ეროვნული ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას. დანარჩენზე უფლებამოსილი პირები ბანკიდან გააკეთებენ შეფასებებს და კომენტარებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები