ერევანში აქციაზე უკვე 140-ზე მეტი ადამიანია დააკავეს
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დილიდან უკვე 142 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ მედიას ძალოვან უწყებაში განუცხადეს.
დილიდან, მოქალაქეები ქუჩების ბლოკირებას ახდენენ და მძღოლებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
“არწახი”, “შემოგვიერთდით!” – სკანდირებენ, მათ შორის, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც, რომლებიც აქციას შეუერთდნენ.
ასევე მედია წერს, რომ დაკავებულია პარლამენტის დეპუტატი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ვაჟი – ლევონ პეტროსიანი, ამჯერად ორი თვით.