მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა წლევანდელი სეზონი ოქროს დუბლით დაასრულა.

ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი მოჭიდავე დაამარცხა, მანამდე კი მან თურქ, უკრაინელ და ფრანგ მეტოქეებს აჯობა.

მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სულ ორი მედალი მოიპოვა. აბულაძის გარდა კვარცხლბეკზე ნუგზარ წურწუმია ავიდა – 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

25 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. 2021 და 2022 წლებში ვერცხლის მედალს დასჯერდა, მესამე მცდელობა კი წარმატებული გამოდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები