"საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს პირებს შორის შეხვედრას არ გამოვრიცხავ“

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს პირებს შორის შეხვედრას არ გამორიცხავს.
“საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს პირებს შორის შეხვედრას მე არ გამოვრიცხავ, არც არასდროს გამოვრიცხავდი მას შემდეგ რაც საქართველომ დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა ასეთი შეხვედრის მომზადება არის ძალიან სერიოზული საქმე, მას სჭირდება გარკვეული პერიოდი და ეს ვერ მოხდება დღეს და ხვალ. ამასთან, თუკი ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ, მას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები, თუმცა შეხვედრის მზადყოფნა საქართველოს უმაღლესი პირებიდან არსებობს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე განცხადებით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი კარგია, მაგრამ ის მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს. “გასულ წელს ჩვენ კონკრეტული შედეგები ვნახეთ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში. ეს ფორმატი კარგია, მაგრამ ის ვერ წყვეტს ჩვენს მთავარ პრობლემას – საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანებაა”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები