სომალიში დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

სომალის ცენტრალურ ქალაქ ბელედვეინში თვითმკვლელმა ტერორისტმა საგუშაგო-გამშვებ პუნქტზე ბომბი ააფეთქა . სააგენტო Xinhua-ს ცნობით, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა.

აღნიშნულია, რომ აფეთქება ბაზართან და ორ ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა და დიდი ნგრევა გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერაქტის მსხვერპლთა დასახმარებლად ადგილზე უსაფრთხოების ძალები და სამედიცინო ჯგუფები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები