კანადამ რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
კანადამ რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლას (HSE), MGIMO-ს და გაზეთ Komsomolskaya Pravda-ს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.
სანქციები ასევე ეხება გამოცემა Vzglyad-ს, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს, რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას, ვალდაის სადისკუსიო კლუბს და „იუნარმიას“ (თავდაცვის მინისტრ შოიგუს ინიციატივით შექმნილი „პატრიოტული მოძრაობა“).
სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს შორის არიან MGIMO-ს რექტორი ანატოლი ტორკუნოვი, შრომის სამინისტროს ხელმძღვანელი ანტონ კოტიაკოვი, პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი, ანდრეი კორტუნოვი, დიმიტრი ტრენინი და Rossotrudnichestvo-ს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი.
სანქციების სიაში ასევე არის რუსი ტანმოვარჯიშე ნიკიტა ნაგორნი, რომელიც იუნარმიას შტაბ-ბინას ხელმძღვანელობს.