ევროკომისია ემზადება, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს.
ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემა მომავალ თვეშია მოსალოდნელი. თუმცა, ამავდროულად ისინი მოითხოვენ ზოგიერთ პრიორიტეტულ სფეროებში პროგრესის მიღწევას, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კომისიის რეკომენდაციას წევრი ქვეყნები დეკემბერში განიხილავენ, როდესაც ევროკავშირის ლიდერები სამიტზე შეიკრიბებიან.
ამავდროულად, როგორც წყაროები ამბობენ, ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის პოზიცია გაურკვეველი რჩება.
დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინა დაიწყებს რეფორმების დასრულების გრძელ პროცედურას და საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას 30-ზე მეტ სფეროში, მათ შორის, კანონის უზენაესობასა და ეკონომიკაში.