ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა – მოქალაქეებს საკვანძო გამზირი აქვთ ბლოკირებული

ერევანში აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა განაახლეს და ქალაქის საკვანძო – მიასნიკიანის გამზირი დაბლოკეს.

საზოგადოების ნაწილი უკვე ორი დღეა, აპროტესტებს ქვეყნის მთავრობის მიდგომას ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქცია “სომხეთის” დეპუტატმა, არეგნაზ ანუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ამავე დროს, ერევანში პოლიცია მთავრობის შენობის გაძლიერებული დაცვისთვის ემზადება, სადაც დღეს ასევე დაგეგმილია გამოსვლები.

დღეს ბლოკის – „დედა სომხეთის“ ხელმძღვანელი, ანდრანიკ ტევანიანი დააკავეს.

​ამ წუთებში ქვეყნის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის სხდომას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები