ინდონეზიაში აქციის მონაწილეებმა მერიის შენობა დაწვეს

ინდონეზიაში აქციის მონაწილეებმა ქალაქ გორონტალოს მერია დაწვეს. ხალხი ოქროს მომპოვებელი კომპანიისგან – PT.-სგან კომპენსაციას ითხოვს.

ამის შესახებ პორტალი Detik წერს.

პოლიციის ცნობით, კომპანია ცდილობდა მცხოვრებლების დამშვიდებას, მაგრამ შეიქმნა ქაოსი, რომლის კულმინაცია ​PT-ის ოფისის, ასევე – ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის დაწვა გახდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ მერიაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, შენობა სერიოზულად დაზიანდა.

ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა მომხდარის შედეგად დაშავებულები.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები