სახალხო დამცველმა დაბა ქსანის მე-15 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დაბა ქსანში მე-15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლევან იოსელიანი ესაუბრა პატიმრებს, ასევე, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო ინფრასტრუქტურას და დაათვალიერა საცხოვრებელი პირობები. სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს აგრძელებს.