“პარლამენტმა განმუხტა მოსალოდნელი კრიზისი ეროვნულ ბანკში და მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების სადარაჯოზე” – არჩილ თალაკვაძე

„პარლამენტმა განმუხტა მოსალოდნელი კრიზისი ეროვნულ ბანკში და, რა თქმა უნდა, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების სადარაჯოზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების დამტკიცებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო ნომინირებული. უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. როგორც კი პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატურებს, ამ პროცესში მისი როლი იწურება. შესაბამისად, უკვე პარლამენტმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება. გასაკვირი იყო, რომ მის მიერ ნომინირებულ კანდიდატებზე დღეს სრულიად საპირისპირო განცხადება და შეფასება გავაკეთეთ. ამას წინ უძღოდა აქ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული მოთხოვნა. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ კანონით ამის შესაძლებლობა არ არსებობდა, მაგრამ უკვე გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ პრეზიდენტზე, რომ უკან გაეწვია ეს კანდიდატურები. ეს ემსახურებოდა მათი მხრიდან ეროვნულ ბანკში კრიზისის შექმნას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები