ირანის თავდაცვის მინისტრმა კავკასიაში თეირანისთვის ე.წ. წითელი ხაზები დაასახელა
რუსეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და მოჰამად რეზა აშტიანმა სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული ძალების არსებობა მიუღებლად მიიჩნიეს.
ამის შესახებ Tasnim წერს.
მინისტრებმა ყარაბაღში არსებული ვითარებაც განიხილეს.
მოჰამედ რეზა აშტიანმა გამოთქვა რწმენა, რომ „3+3“ პლატფორმა შექმნის შესაძლებლობებს რეგიონში პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო საზღვრების დაცვა „ირანისთვის წითელი ხაზია“.
აშტიანმა და შოიგუმ ასევე მიუღებლად მიიჩნიეს სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული ძალების არსებობა.
შოიგუ თეირანში ვიზიტით 19 სექტემბერს ჩავიდა.