მთიან ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათგან 7 მშვიდობიანი მოქალაქეა – ე.წ.ომბუდსმენი

აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, მთიან ყარაბაღში 32 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ე.წ. ომბუდსმენმა, გეგამ სტეპანიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთაგან 7 მშვიდობიანი მოქალაქეა და მათგან – ორი ბავშვი, ხოლო დაჭრილთაგან 35 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, 13 ბავშვი.

ამავდროულად, Reuters-თან ინტერვიუში არწახის ე.წ. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, რუბენ ვარდანიანმა თქვა, რომ “განხორციელებული აგრესიის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა” და ასობით დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები