„ნიკოლ, 24 საათს გაძლევთ“ – ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებენ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მთავრობის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ.

სომხური მედიის ცნობით, როგორც აქტივისტები აცხადებენ, აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისინი ფაშინიანს 24-საათიან ვადას აძლევენ.

„ნიკოლ 24 საათს გაძლევთ, თუ არ გადადგები სხვა ზომებს მივმართავთ“, – აცხადებენ მთავრობის სახლის წინ შეკრებილები.

ამასთან, მედიის ცნობით, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული მოქალაქეების რიცხვი მკვეთრად იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები