„სიყვარული ომიანობის დროს“
საყვარელ ადამიანთან გამომშვიდობება ყოველთვის რთულია და ემოციებითაა სავსე, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის ომში მიდის. არ იცი, დაბრუნდება თუ არა; არ იცი, რა იქნება ხვალ ან საერთოდ, იქნება თუ არა რამე. ერთადერთი, რაც შეგიძლია, გამოსამშვიდობებელი კოცნაა – ყველაზე ნამდვილი და ტკივილიანი იმედით სავსე.
ფოტოები, რომლებზეც გამოსამშვიდობებელი კოცნაა ასახული, ადამიანური მხარეა იმ საშინელების, რასაც ომი ჰქვია. ომი, რომელიც კონკრეტული ადამიანების პირადი ტრაგედიებითაა სავსე, თუმცა სხვებისთვის ეს მხოლოდ სტატისტიკაა. ადამიანები ემშვიდობებიან ცოლებს, შვილებს, დედებს… ამიტომაც, ომში დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლე მხოლოდ 1 ადამიანის სიცოცხლე არაა. მათ უკან მათი ოჯახები დგანან.