ომბუდსმენი: ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები