„გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ძალიან მოტივირებულად მუშაობს“

  გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ძალიან მოტივირებულად მუშაობენ, რომ ყველა დაწყებული საქმე  ბოლომდე მიიყვანონ და საზოგადოებაში აღარ დარჩეს შეკითხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პოლიტიკის დრო” განაცხადა.
მისი თქმით, ბადაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის და გამოცდილების გათვალისწინებით შეირჩა.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები გუნდში, ახალ პროკურორთან დაკავშირებით, ჩვენ შევარჩიერთ გიორგი თავისი პროფესიონალიზმის ნიშნით, გამოცდილებით, თავისი წარსულით, პატიოსნებით და პატრიოტიზმით. მე მგონი, ეს საკმარისია, რომ ადამიანი შეარჩიო, დანარჩენი ამოცანები არის ძალიან მარტივი და მან ძალიან კარგად გაიაზრა ეს ყველაფერი. მე მინდა შევაქო ის და თავისი გუნდი, ძალიან მოტივირებულად მუშაობენ, რომ ყველა დაწყებული საქმე მიიყვანონ ბოლომდე და საზოგადოებაში აღარ დარჩეს შეკითხვა. რა თქმა უნდა, მე მესმის ადამიანების, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი. სამართლიანობის აღდგენა ეს არის შემადგენელი ნაწილი, სამართლიანობის დამკვიდრების. გვეკითხებიან – ვინ მიეცით პასუხისგებაში? ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, რომლებიც რეალურად იყვნენ პოლიტიკის შემმუშავებლები და დაკვეთის გამცემები,  დღეს პასუხისგებაში არის მიცემული. ეს პროცესი გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ  ბოლომდე იქნება მიყვანილი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები