სახალხო დამცველმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს, კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორს, მარკ კემერონს და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელს, ლიზა ჯონსონს შეხვდა.

სახალხო დამცველმა ასევე შეხვედრა გამართა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტ დეიმონ უილსონთან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები