საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შესულია ყველა საჭირო საბუთი, რომლის თანახმადაც კომიტეტი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს დასკვნას ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტის დასკვნა პლენარულ სხდომას გადაეცემა.