საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, 8 გუნდს შორის გამართულ ფინალურ მატჩში ნაკრებმა გუნდმა ავსტრალიის გუნდი დამაჯერებლად, ანგარიშით 55-16 დაამარცხა და გამარჯვებულის თასი მოიპოვა. ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ ტურნირზე ხუთი თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა და მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გუნდთან დამარცხდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.

„თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს“, – აცხადებენ სამინისტროში.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში, 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ბრეტანის რეგიონში გაიმართა და მასში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა.

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები