მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს – არსებული ინფორმაციით, მდინარეში ბავშვი ჩავარდა
თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მდინარეში ბავშვი ჩავარდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველები სამძებრო სამუშაოებს მდინარეში უკვე რამდენიმე საათია აწარმოებენ.
მომხდარის დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.