უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 265 120 ჯარისკაცი დაკარგა.
რაც შეეხება მატერიალურ დანაკარგს, უკრაინელებმა 4480 ტანკი; 8663 ჯავშანტექნიკა; 5611 საარტილერიო სისტემა; 741 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა; 503 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 315 თვითმფრინავი; 316 ვერტმფრენი; 4481 დრონი; 1447 ფრთოსანი რაკეტა; 19 გემი/ნავი; 8149 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი; 847 სპეცტექნიკა გაანადგურეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გასული წლის 24 თებერვალს, გამთენიისას განახორციელა.