ერდოღანი და პუტინი მარცვლეულის გარიგებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არ არის, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, რომელიც მან ივლისში ჩაშალა.

ამის შესახებ კრემლის ხელმძღვანელმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სოჭში განაცხადა.

ამასთან, გარიგებაში დასაბრუნებლად რუსეთი ადრე წამოყენებული პირობების შესრულებას ითხოვს.

„რუსეთი მზად იქნება მარცვლეულის შეთანხმების აღორძინებისთვის და ამას გააკეთებს, როგორც კი ყველა ფიქსირებული შეთანხმება შესრულდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპულ ბაზრებზე რუსული მარცვლეულისა და სასუქების მიწოდების წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნას ელოდება.

დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ ღიაა, განიხილოს რუსეთის მონაწილეობა “მარცვლეულის გარიგებაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები