“რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წლის პირველ ნახევარში ისეთი ძლიერი არ არის, როგორც შარშან” – პუტინი

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განვითარების ტემპი შენარჩუნებულია, ასევე, შენარჩუნებულია წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური ტენდენცია, თუმცა, ის არ არის ისეთი ძლიერი, როგორც გასულ წელს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში თურქ კოლეგასთან, რეჯეპ თაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებაზე განაცხადა.

მან თურქ კოლეგას კიდევ ერთხელ მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეული შედეგები.

„თქვენი უშუალო მონაწილეობით, რუსეთსა და თურქეთს შორის მიღებული ურთიერთობების განვითარების ტემპი შენარჩუნებულია. თქვენი ყურადღება მინდა, გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 8 პროცენტზე მეტით – 8,6%-ით ჩემს ქვეყანაში. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. ის არ არის ისეთი ძლიერი, როგორც შარშან იყო, მაგრამ მაინც პოზიტიურია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დივერსიფიცირებულია – ახლა არა მხოლოდ ტრადიციული სექტორებია, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ასევე ენერგეტიკაა.

„სხვა სფეროებიც ვითარდება, რაც ძალიან მახარებს“, – დასძინა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები