პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებმა კულტურის სფეროს ექსპერტებთან საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრები კულტურის სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს.
„ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია კულტურის სფეროს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება დაკავებულია არა დარგების ხელშეწყობით, არამედ ცენზურის დაკანონების მცდელობით. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს პარლამენტი ფაქტობრივად არ რეაგირებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ პირთან, რომ ხელოვნების და კულტურის სფეროს თემები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი. რაც მთავარია, პარლამენტმა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს თავიდან აქვს აცილებული. ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა არის კრიტიკულად აუცილებელი და მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.