სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ ოსლოში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) ახალი ხელმძღვანელები წარადგინეს და მათ NHRI-ის ფუნდამენტური პრინციპებისა და ეფექტური ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის სადისკუსიო ფორმატში გაიმართა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის წევრებმა ახალ წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და NHRI სტანდარტები და საქმიანობა მიმოიხილეს.