საფრანგეთის საჯარო სკოლებში ტრადიციული მუსლიმანური კაბა – აბაია აკრძალეს

საფრანგეთის საჯარო სკოლებში ტრადიციული მუსლიმანური კაბა აბაიას ტარება აკრძალეს, რომელიც მთელ სხეულს ფარავს.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

ქვეყნის განათლების მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გამოაცხადა, რომ აბაიას ტარების აკრძალვა მიღებულია იმისთვის, რომ ეროვნულ დონეზე არსებობდეს მკაფიო წესები, რომლებსაც სკოლის ადმინისტრაცია დაეყრდნობა.

ჯერ კიდევ ივლისში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მინისტრმა მიანიშნა, რომ მზადდებოდა ასეთი ნაბიჯი, რადგან ასეთი სამოსის გამოყენება რელიგიური მრწამსის გამოვლინებაა და საფრანგეთი პრინციპულად მომხრეა, რომ სკოლები სეკულარული იყოს.

„როდესაც შედიხართ კლასში, არ უნდა ამოიცნოთ მოსწავლეების რელიგიური მრწამსი“, – აღნიშნა ატალმა.

საფრანგეთის მუსლიმთა სარწმუნოების საბჭოში აცხადებენ, რომ აბაია არ შეიძლება, იყოს მიჩნეული მუსლიმანურ რელიგიურ სიმბოლოდ.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, საფრანგეთმა გამოსცა მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აბაიაები, ისევე – როგორც გრძელი ქვედა ბოლოები, შეიძლება – აიკრძალოს, თუ მათი ტარება “მიანიშნებს რელიგიურ მრწამსზე”.

საფრანგეთში 2004 წლიდან აკრძალულია საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთი სამოსის ან სიმბოლოების ტარება, რომლებიც აშკარად მიუთითებს რელიგიურ კუთვნილებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები